როგორ ვისარგებლოთ ემიგრანტთა საგანგებო რეგულარიზაციის კანონით ესპანეთში!
ესპანეთის მინისტრთა საბჭომ 2026 წლის 27 იანვარს დაამტკიცა ემიგრანტთა საგანგებო რეგულარიზაციის პროცესი სამეფო დეკრეტით (Real Decreto), რომელიც მიზნად ისახავს იმ მიგრანტების ლეგალიზებას, რომლებიც წლებია ცხოვრობენ და მუშაობენ ესპანეთში არარეგულარულ მდგომარეობაში.
მთავრობის წინასწარი განცხადებების მიხედვით, აღნიშნული პროცესი შეეხება ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ რეგულარიზაციის მექანიზმს ბოლო წლების განმავლობაში.
ვის შეეხება საგანგებო რეგულარიზაცია?!
რეგულარიზაციის პროცესი შეეხება იმ პირებს, რომლებიც:
- იმყოფებოდნენ ესპანეთში 2025 წლის 31 დეკემბრამდე;
- განაცხადის შეტანის მომენტში ესპანეთში მინიმუმ 5 თვე აქვთ გატარებული;
- არ გააჩნიათ ნასამართლეობა არც ესპანეთში და არც წარმოშობის ქვეყანაში.
მინისტრის, ელმა საის დელგადოს განცხადებით, განაცხადების მიღება დაიწყება 2026 წლის აპრილის დასაწყისში და გაგრძელდება 30 ივნისამდე. საქმეების განხილვის ვადა იქნება მაქსიმუმ 3 თვე (თუმცა მათი სიტყვა ძნელად დასაჯერებელია).
რა უფლებებს იძლევა რეგულარიზაცია?!
განაცხადის შეტანისთანავე შეჩერდება ადმინისტრაციული დეპორტაციის პროცედურები. განაცხადის დასაშვებად მიღების შემთხვევაში გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც იძლევა მუშაობის უფლებას საქმიანობის სფეროსა და გეოგრაფიული შეზღუდვის გარეშე.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გაიცემა ერთწლიანი ბინადრობის ნებართვა, რომლის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელი იქნება ჩვეულებრივ რეგლამენტზე გადასვლა.
ესპანეთში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტები
ესპანეთში ყოფნის დასადასტურებლად მიღებული იქნება შემდეგი დოკუმენტები:
- ისტორიული პადრონი;
- სამედიცინო ცნობები;
- სოციალური სერვისების დახმარების ცნობები;
- ქირავნობის ხელშეკრულებები;
- ფულადი გზავნილების ქვითრები;
- ტრანსპორტის ბილეთები.
აუცილებელია მოქმედი პასპორტისა და წარმოშობის ქვეყნის ნასამართლეობის ცნობის წარმოდგენა.
თავშესაფრის მაძიებლები და არასრულწლოვნები
საბედნიეროდ პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თავშესაფრის მაძიებლებსაც.
ემიგრანტების არასრულწლოვანი შვილები მიიღებენ 5-წლიან ბინადრობის ნებართვას, რისთვისაც საჭირო იქნება დაბადების მოწმობების წარდგენა.
იურიდიული შეფასება
ჩვენი შეფასებით, აღნიშნული საგანგებო რეგულარიზაცია წარმოადგენს 2025 წლის 20 მაისის მიგრაციული რეგლამენტის წარუმატებლობის შედეგს. აღნიშნულმა რეგლამენტმა ათასობით თავშესაფრის მაძიებელი კანონის მიღმა დატოვა და შექმნა მძიმე ბიუროკრატიული ბარიერები კანონით მოსარგებლეებისთვისაც.
მიუხედავად ამისა, საგანგებო რეგულარიზაცია წარმოადგენს რეალურ შესაძლებლობას იმ პირებისთვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მოქმედი რეგლამენტის მოთხოვნებს.
მნიშვნელოვანი გაფრთხილება
კანონის დეტალური შეფასება შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალური ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ. ხშირია შემთხვევები, როდესაც კანონში ჩაწერილი მუხლები პრაქტიკაში განსხვავებულად იწყებენ მოქმედებას, რის გამოც აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე.
GEOLEXIS-ის იურიდიული მომსახურება
იურიდიული კომპანია GEOLEXIS უზრუნველყოფს რეგულარიზაციის პროცესის სრულ იურიდიულ წარმოებას:
- საქმის ინდივიდუალური ანალიზი;
- დოკუმენტაციის სწორად მომზადება;
- განაცხადის ოფიციალურად შეტანა;
- საქმის მონიტორინგი და კლიენტის ინფორმირება.
დოკუმენტების შეტანა განხორციელდება რიგის მიხედვით, წინასწარი ჩაწერის საფუძველზე.
კონსულტაცია უფასოა იმ შემთხვევაში, თუ საქმეს GEOLEXIS-ის მეშვეობით იწყებთ. თითოეული საქმე უნიკალურია და საჭიროებს პროფესიონალურ შეფასებას.
კომპანიასთან დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ whatsApp-ის შეტყობინებების მეშვეობით.
თუ გაქვთ კითხვები დატოვებთ შეტყობინებას და ვეცდებით გიპასუხოთ. შეხვედრა მხოლოდ წინასწარი ვიზიტის დაჯავშნით.
+34611680942
+34652622884
+34612268756