რეგულარიზაციის ახალი კრიტერიუმები BOE 15/2026 – ესპანეთი

regularizacion.

2026 წლის საგანგებო რეგულარიზაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს ესპანეთის საემიგრაციო სისტემაში.

მისი მიზანია არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი უცხოელებისთვის ლეგალური ბინადრობისა და მუშაობის შესაძლებლობის მიცემა, რომელიც ატარებს ერთჯერად ხასიათს და რომლითაც მხოლოდ 2026 წლის აპრილიდან – 30 ივნისამდე ვისარგებლებთ.

ამ ეტაპზე, კომპანია ჯეოლექსის მხრიდან, ელექტრონულად, შეტანილია იმ ადამიანის მოთხოვნები ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლა, რომლებსაც დამატებით მოთხოვნილი საბუთები არ აკლდათ.

პროცესი და ვადები

პროცესი გამოქვეყნდა 2026 წლის 15 აპრილს.

განაცხადების მიღება დაიწყო 16 აპრილს (ელექტრონულად) და დასრულდება 30 ივნისს.

არსებობს განცხადების წარდგენის ორი გზა:

– ონლაინ (ტელემატიკური)

– პირადად (ვიზიტით)

ვის ეხება ეს რეგულარიზაცია?!

– თავშესაფრის მაძიებლებს (ასილო – გარდა უკრაინელებისა )

– არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ პირებს, რომლებიც ესპანეთში იმყოფებიან 2026 წლის 1 იანვრამდე (და დოკუმენტურად ადასტურებენ ამას)

ძირითადი მოთხოვნები

– ესპანეთში ყოფნა 2026 წლის 1 იანვრამდე

– მინიმუმ 5 თვის უწყვეტი ყოფნა საბუთების შეტანის მომენტში

– არ ჰქონდეს ნასამართლეობა

დამატებითი პირობები

თუ პირი არ არის თავშესაფრის მაძიებელი, უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ პუნქტს:

– მუშაობის გამოცდიება ესპანეთში (ვისაც ოდესღაც ჰქონდა საბუთი, იმუშავა, მერე კი დაკარგა ბინადრობის ნებართვა)

– უნდა იყოს ოჯახი (შვილები ან მათზე დამოკიდებული წევრები, მოხუცი ან უნარშეზღუდული ადამიანი)
– უნდა ჰქონდეს დასაქმების პერსპექტივა (უნდა წარადგინოს დამსაქმებლის რეალური მონაცემები, რომელიც მერე დააყენებს აღრიცხვაზე სეგურიდად სოციალში)

– განაცხადოს პირადი დეკლარაციით, რომ დასაქმდება ინდმეწარმედ (autónomo)
– უნდა წარადგინოს სოციალური დაუცველობის სტატუსი (informe de vulnerabilidad).

დოკუმენტის გადმოსაწერად დააწკაპუნეთ ამ ფოტოზე და შეავსეთ ფოტოზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით.

რაც შეეხება ამ ბოლო დოკუმენტს (informe de vulnerabilidad), იმ შემთხვევაში ვაკეთებთ თუკი სხვა წინამდებარე არც ერთ კრიტერიუმს არ ვაკმაყოფილებთ.

ეს დოკუმენტი, როგორც ოფიციალური წყაროები გვაცნობებენ, უნდა გაიცეს მუნიციპალური ან სოციალური სამსახურების მიერ, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებთან ითანამშრომლებენ.


არსებობს სხვადასხვა აკრედიტებული ორგანიზაციიები, რომლებსაც შეუძლიათ აღნიშნული ცნობის გაცემა, თუმცაამ ეტაპზე არც ერთი ორგანიზაცია არ არის ინფორმირებული კონკრეტულად რანაირად უნდა მოხდეს მისი გაცემა.

ამ ეტაპზე, INFORME DE VULNERABILIDAD-ის ცნობას გასცემენ მუნიციპალიტეტებში, სადაც გაქვთ ჩაწერა. არაა აუცილებელი რაიმე დახმარებას იღებდეთ, ამ სპეციპიურ დოკუმენტს ყველა ადამიანს მისცემენ, ვინც გააკეთებს მოთხოვნას.

ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის წარდგენა ხდება

ონლაინ:

– ციფრული სერტიფიკატით

– წარმომადგენლის მეშვეობით (რომელსაც აქვს ნოტარიული მინდობილობა და იძებნება ესპანეთის ელექტრონულ ბაზაში)

– ადვოკატის ან ორგანიზაციის დახმარებით (ONG)

პირადი ვიზიტით:

– საემიგრაციო ოფისში

– სოციალური დაცვის ოფისში (SEGURIDAD SOCIAL- წინასწარი ვიზიტით)

– ფოსტაში (ცოცხალი რიგით)

საჭირო დოკუმენტები

– განაცხადის ფორმა

– პასპორტი

– ქვეყანაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტები

– ნასამართლეობის ცნობა და ა.შ..

საბოლოო შედეგები

პროცესის დასრულების შემდეგ:

– მუშაობის უფლება

– სოციალური ნომერი

– სამედიცინო დახმარება

სამუშაო ნებართვა

გაიცემა 1 წლის ვადით და მოქმედებს მხოლოდ ესპანეთში.

ეს არის კანონის საბოლოო ვერსია, რომელიც საბოლოო სახით გამოქვეყნდა BOE-ში და ახლა, ამ წუთებშიც გადის საბოლოო ადაპტაციას სხვადასვა საემიგრაციო ოფისებში.

თუკი ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ, დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე, ან დააწკაპუნეთ ფოტოზე ⤵️